„ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრის 2022 წლის 5 იანვრის ბრძანების თანახმად, საქართველოდან ისევ იკრძალება შემოსვლა ბულგარეთის ტერიტორიაზე“, - აღნიშნულის შესახებ, საქართველოში არსებული ბულგარეთის საელჩო იუწყება.
მათი განცხადებით, 2022 წლის 7 იანვრიდან, ბულგარეთის რესპუბლიკაში შემოსვლის წესები იცვლება.
„2022 წლის 7 იანვრიდან, ბულგარეთის რესპუბლიკაში შემოსვლის წესები იცვლება. ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრის 2022 წლის 5 იანვრის ბრძანების თანახმად, საქართველოდან ისევ იკრძალება შემოსვლა ბულგარეთის ტერიტორიაზე.
საქართველო რჩება „წითელ ზონაში“. „წითელი ზონის“ ქვეყნებიდან შემოსვლა აკრძალულია, გარდა შემდეგი გამონაკლისი შემთხვევებისა:
- ბულგარეთის რესპუბლიკის მოქალაქეები ან/და ბინადრობის უფლების მქონე პირები და მათი ოჯახის წევრები; - სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, საკუთარი პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად შემოსვლის შემთხვევაში; - მედიკამენტების და სხვა სამედიცინო დანიშნულების პროდუქციის მოწოდებით დაკავებული პირები; - სახელმწიფო პირები (ქვეყნის მეთაურები, სახელმწიფო დელეგაციების წევრები), დიპლომატები და საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების ტექნიკური პერსონალი (მათი ოჯახის წევრებით), ჰუმანიტარული და უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლები, საკუთარი მოვალეობის შესასრულებლად შემოსვლისას; - ჰუმანიტარული მიზნებით მოგზაური პირები; - სასოფლო-სამეურნეო და ტურიზმის სფეროს სეზონური მუშაკები; - უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც შემოდიან ბულგარეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის მისაღებად, ბულგარეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული აღნიშნულის დამადასტურებელი წერილით; - ბულგარეთის რესპუბლიკის უმაღლეს სასწავლებლებში მიღებული პირები, D კატეგორიის სასწავლო ვიზით; - ბულგარეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის, ან მის მიერ უფლებამოსილი მისი მოადგილის მიერ ქვეყანაში შემოსვლაზე გაცემული წერილობითი ნებართვის მქონე პირები.
გამონაკლისების სიაში მყოფ პირებს, ბულგარეთის რესპუბლიკაში შემოსასვლელად მოეთხოვებათ ვაქცინაციის სერტიფიკატის ან ჩOVID-19-ის გადატანის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა, ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული Pჩღ ტესტის უარყოფით პასუხთან ერთად. ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიის ტრანზიტულად გავლა ნებადართულია. ამ შემთხვევაში, ჩOVID-19-თან დაკავშირებული დოკუმენტების (სერტიფიკატი/Pჩღ) წარმოდგენა არ მოითხოვება. რეგულაცია ძალაშია 07.01.2022-დან“, - აღნიშნულია განცხადებაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press